5 აპრილს, ღამის 2 საათიდან დილის 6 საათამდე, კომპანია `თელასის" ქვესადგურ "დანამოში" ავარიის აღმოსაფხვრელად სამუშაოს ჩატარების გამო, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება თამარ მეფის და აღმაშენებლის გამზირებს (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ჩიტაიას, გოგი დოლიძის, ჩუბინაშვილის, ცაბაძის, ფიროსმანის, კონსტიტუციის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თოდუას სახელობის კლინიკას, ბავშთა სამყაროს, ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას, გერმანიის საელჩოს, სასტუმრო "კოლხეთს", ნაძალადევის რაიონის პროკურატურას, თბილისი ცენტრალს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურატურას. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი სარემონტო სამუშაოს შესახებ წინასწარ უკვე ეცნობა.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება .