დღეს, 5 აპრილს, სახალხო წარმომადგენლობითი კრება წინააღმდეგობის მორიგ კომიტეტს ბოლნისში დააფუძნებს.
ღონისძიება 14:00 საათზე გაიმართება და მას სახალხო კრების აღმასურლებელი საბჭოსა და სათათბირო დარბაზის წევრები დაესწრებიან.
საქართველოს მასშტაბით უკვე სახალხო კრების წინააღმდეგობის 40-მდე კომიტეტი ფუნქციონირებს, რომელთა მიზანს საზოგადოების საერთო-სახალხო დაუმორჩილებლობისთვის მომზადება წარმოადგენს.