"ცვლილებებისთვის ორი გზა არსებობს _ან არჩევნები, ან რევოლუცია. თუ ხელისუფლება არჩევნებს არ ატარებს, ძალაუფლების უზურპაციას აპირებს, არჩევნის უფლებას ართმევს ხალხს, ბუნებრივია, ამ დროს ხალხს ამბოხების უფლება აქვს",_აცხადებს გუნცაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია და სასწრაფოდ გამოსაყვანია ამ მდგომარეობიდან.
"თუ საზოგადოება გადაწყვეტს, რომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას წერტილი ამბოხების გზით დაუსვას, "ქართული პარტია" მზად იქნება, ხალხის გვერდით დადგეს და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს", _ აღნიშნა გუნცაძემ.