5 აპრილს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების, ხატვის მაგისტრატურის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების, ხატვის მაგისტრატურის სტუდენტთა ხელმძღვანელია პროფესორი გოგი ლაზარაშვილი.