კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასში გაეროს მისიის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ "ფრანც პრესი" იტყობინება.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე. თუმცა სააგენტოს ინფორმაციით, ტრაგიკულ შემთხვევას, სავარაუდოდ, ექვსი ადამიანი შეეწირა.
უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში კონგოში ეს უკვე მეორე ავიაკატასტროფაა. თებერვალში ჩეხეთის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც დაშვებისას ქედის წვერს დაეჯახა.