15 აპრილს, 19:00 საათზე, თანამედროვე ქართველი და პოლანდიელი მხატვრების მონაწილეობით, ქ. როტერდამში გაიხსნება ექსპოზიცია სახელწოდებით "თბილისიდან როტერდამამდე". გამოფენა ორგანიზებულია როტერდამის მუნიციპალიტეტისა და ერთ-ერთი ჰოლანდიური ფონდის ‘'ს.ო.ს''-ის მიერ. ამ ფონდის მიზანია, დაეხმაროს ჰოლანდიაში მყოფ მიგრანტებს, მათ შორის ქართველებსაც. ახლო წარსულში ფონდი "ს.ო.ს." და მისი ხელმძღვანელი, ჰოლანდიაში ცნობილი პირი ჰანს ვისერი, აქტიურად იყვნენ ჩართულნი არაერთ კულტურულ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა.
გამოფენის გახსნას დაესწრებიან ქართველი და უცხოელი სტუმრები, მხატვრები, კოლექციონერები. სიტყვით გამოვა ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი.
გამოფენა 22 აპრილამდე გასტანს.