ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები აკადემიკოსს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ექიმებს შეხვდნენ. გიორგი თაგრგამაძემ, მაგდა ანიკაშვილიმა და გიორგი ახვლედიანმა ცენტრში არსებული პრობლემები შეისწავლეს.
ქრისტიან-დემოკრატები სეფსისის ცენტრის გაყიდვას აპროტესტებენ და დაუყოვნებლივ მოუწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროს, გამოყოს ალტერნატიული ფართი, სადაც სეფსისის ცენტრი მუშაობას გააგრძელებს და კვალიფიციურ კადრებს დაასაქმებს.
ანიკაშვილის თქმით, სეფსისის ცენტრის შენარჩუნება და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამაზე დამოკიდებულია პირდაპირი მნიშვნელობით პაციენტების სიცოცხლე. მისი განცხადებით, "აუცილებელია ალტერნატიული ფართის გამოყოფა, სადაც დასაქმებული პერსონალი მუშაობის გაგრძელებას შეძლებს".
სეფსისის ცენტრის პერსონალის თქმით უცნობია, როგორ გადანაწილდებიან ექიმები, რომლებიც აღნიშნულ ცენტრში მუშაობენ. ცენტრის ტერიტორია და შენობა წელიწად-ნახევრის წინ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და "ავერსმა" შეიძინა.