საპარლამენტო უმრავლესობა "ქრისტიან-დემოკრატებს" ურჩევს, პარლამენტის რეგლამენტში "ნოუჰაუს" შემოტანისგან თავი შეიკავონ.
აღნიშნული წინადადებით "ქრისტიან-დემოკრატების" წევრს, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძეს უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ მიმართა, რაც სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის ვადებმა დავა გამოიწვია.
"სახალხო დამცველის ნდობა-არნდობის ფაქტი არ დგას. დოკუმენტის განხილვას აქვს თავის რეგლამენტი და აქ საუბარი არ არის თავის არიდებაზე და ვადების გადაწევაზე", - აღნიშნა წერეთელმა.
მისი თქმით, დოკუმენტი მართლაც მოცულობითია და მის შესასწავლად დრო სჭირდება.
"დროა საჭირო, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის ყველა გაეცნოს და ყველანი პროცედურის დაცვა მოხდეს, დღეს არა დღესვე მივიღოთ გადაწყვეტილებები და არამგონია აქ თქვენი "ნოუჰაუ" გამოდგეს", - მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატს წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში 31 მარტს შევიდა. კომიტეტებს მის განხილვისთვის ერთთვიანი ვადა მიეცათ, ხოლო პლენარულ სხდომაზე მაისის დასაწყისში გავა.