დღეს კადაფის არმიამ დარტყმები განახორციელა ლიბიის აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობის საბადოებზე - მესსლას ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. იტყობინება "Sky News".
ამით, ლიბიაში დაპირისპირების დაწყებიდან პირველად იქნა მიტანილი პირდაპირი დარტყმები ნავთობის საბადოებზე. მესსლა ლიბიის ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანიის "Arabian Gulf Oil Company" (Agoco) დაქვემდებარებაშია. საბადო განლაგებულია უდაბნოში ქალაქ აჯაბიიდან 400 კილომეტრის დაცილებით.