ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების 50 მოსწავლე სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებმა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედ „ნორჩ ეკონომისტთ სკოლის" მუშობაში აქტიური ჩართვის სურვილი გამოთქვეს.
ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზებით ჩამოსულ მოსწავლეებს თსუ-ის რექტორის მრჩეველი მარინა ლომოური, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, „საბავშვო უნივერსიტეტის" კოორდინატორი მარი უკლება მიესალმნენ.
ქუთაისელ მოსწავლეებს ლექცია საერთშორისო ეკონომიკაში წაუკითხა ეკონომიკის დოქტორმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ირინა გოგორიშვილმა.
„სურვილი მაქვს ეკონომიკური უმაღლესი განათლება მივიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მომეცა შანსი, ჩამოვსულიყავი და საბავშვო უნივერსიტეტის დახმარებით მომესმინა თსუ-ის ლექტორების ლექციებისთვის. ეს ხელს შეუწყობს ჩემი ინტერესის გაძლიერებას", - აღნიშნა ქუთაისელმა მოსწავლემ ირაკლი გაჩეჩილაძემ.