შინაგან საქმეთა სამინისტროსა და "საქართველოს ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც შსს-ის წარმომადგენლებისთვის ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ივანე მერაბიშვილსა და "საქართველოს ბანკის" წარმომადგენელს შორის დღეს მოეწერა ხელი.
დოკუმენტის თანახმად, "საქართველოს ბანკი" პოლიციის თანამშრომლებს კრედიტს 10-წლიანი ვადით 10 %-ად გამოუყოფს.
სამშენებლო კომპანიებისთვის უახლოეს ხანში გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია შსს-ის 200 თანამშრომლისთვის ბინას 10 %-იანი ზეიპოთეკური სესხით ააშენებს.
მემორანდუმის თანახმად, შსს-ის თანამშრომლებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ და საკუთარი საოჯახო პირობები გაიუმჯებესონ.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ამ ბინებს მიიღებენ დამსახურებული, წარმატებული პოლიციელები, რომლებმაც განსაკუთრებული რამ გააკეთეს და შეღავათი დაიმსახურეს.
"იმედი მაქვს, ისინი რეკორდულ მცირე ვადაში მიიღებენ ბინებს. ჩვენ გვინდა ტრადიციად ვაქციოთ, რომ საქართველოში მშენებლობა არ გაგრძელდეს წლობით და 8-9 თვეში შესაძლებელი იყოს ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება",_ აღნიშნა მერაბიშვილმა.
ცნობისთვის, "საქართველოს ბანკში" სესხის რაოდენობა შეზღუდული არაა.