დღეს ავღანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" "აისაფის" წარმომადგენელსა და ავღანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი "აისაფის" ბაზაზე უცხოელი ინსტრუქტორების მიერ ავღანელი მესაზღვრეების მომზადების დროს მოხდა.
"წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთის სასაზღვრო პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ნატოს სამხედრო მოსამსახურეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", _ იუწყება "როიტერი".
ამჟამად ინციდენტის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.