მუამარ კადაფის ორი ვაჟი, მათ შორის, განსაკუთრებით, სეიფ ალ-ისლამი, რომელიც ბოლო დროს ტელევიზიით ხშირად გამოდიოდა, მზადაა, მამისგან ძალაუფლება გადაიბაროს და დემოკრატიული მმართველობა გაატაროს. ამის შესახებ "ნიუ-იორკ თაიმსი" იტყობინება.
ეს ინფორმაცია გამოცემას დიპლომატიურ წრეებში ცნობილმა ლიბიელმა ჩინოვნიკმა მიაწოდა. ჩინივნიკის თქმით, ინიციატივა თავად სეიფ ალ-ისლამისგან მოდის და მას კადაფის კიდევ ერთი ვაჟი საადი უერთდება.
ამასთან, გამოცემა ამტკიცებს, რომ, სავარაუდოდ, ამ შეთავაზებულ გეგმას გაიზიარებს თვით მუამარ კადაფიც, რომელიც უკვე განიხილავს, რომ ქვეყანას სეიფ ალ-ისლამი უხელმძღვანელებს.
ამ წინადადებამ შეიძლება დაპირისპირება წარმოშვას, რაც მუამარ კადაფის ოჯახის წევრებს შორის ისედაც არსებობს.
"სეიფ ალ-ისლამი და საადი დასავლური ეკონომიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ იხრებიან, მაშინ, როცა პოლკოვნიკ კადაფის სხვა ვაჟები_ჰამისი და მუატასიმ ბილიახი კი მკაცრი პოლიტიკის მომხრეებად მიიჩნევიან.
როგორც ჩანს, თანამდებობის მშვიდობიანად გადაბარება უკანასკნელი ნიშანია იმის, რასაც კადაფის ხელისუფლება მოკავშირეთა მხრიდან ორი კვირის განმავლოობაში ავუიადარტყმების შედეგად განიცდის. დაბომბვებმა კადაფის ქონება და მისი ტექნიკა ძლიერ დააზიანა, _ მიიჩნევს "ნიუ-იორკ თაიმსი".
ამის მიუხედავად, სხვა მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ მეამბოხეებს ორგანიზება კვლავაც არ შეუძლიათ, ხოლო კადაფის არმია კვლავინდებურად ბრძოლისუნარიანია, რამაც კადაფის ძალებს თავისი პოზიციის გამყარების შესაძლებლობა მისცა.