საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიალზე ბათუმში სიტყვით გამოსვლისას საარჩევნო ბარიერის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ საარჩენო ბარიერი არ არის საჭირო თუ ადამიანი აგროვებს ყველაზე მეტ მომხრეს თავისი პოზიტიური პროგრამით ის ავტომატურად უნდა იგებდეს არჩევნებს
"მიმაჩნია, რომ ბარიერი არ არის საჭირო და ძალიან მარტივად აგიხსნით რატომ _ თუ ადამიანი აგროვებს ყველაზე მეტ მომხრეს თავისი პოზიტიური პროგრამით _ ის ავტომატურად უნდა იგებდეს არჩევნებს. თუ ის ვერ აგროვებს ყველაზე მეტ მომხრეს და შემდეგ იმედი აქვს, რომ ვიღაცამ მეტი შეაგროვა, მაგრამ მეორე ტური უნდა დაინიშნოს და თავის თავზე უნდა მოირგოს ის სისტემა და უთხრას "ხალხო მოდით ყველა შევგროვდეთ. ჩვენ კი ერთმანეთი არ გვიყვარს, მაგრამ მოდი ამის წინააღმდეგ მაინც გავერთიანდეთ და იქნებ სიძულვილის ხმებით მაინც დავამარცხოთ". სიძულვილის ხმებით გამარჯვებული კანდიდატი რისი ამშენებელი და გამკეთებელი არის თავისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ?", _ აცხადებს მ სააკაშვილი და დასძენს, რომ სიძულვილით რომ რამე შენდებოდეს და კეთდებოდეს, აქამდე იმდენი სიძულვილი გადმოიფრქვა სხვა და სხვა პოლიტიკურ ბრძოლებში, რომ საქართველო მართლა ყოფილიყო ყველაზე აშენებული და დამშვენებული ქვეყანა მთელს მსოფლიოში.