პოლიტიკურმა პარტიებმა _ კონსერვატორები, საქართველოს გზა, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ქალთა პარტია და ხალხის პარტია, მიმართვა გაუგზავნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი არხი უნდა იყოს დეპოლიტიზირებული და არ უნდა დაკომპლექტდეს პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებით.
მიმართვაზე ხელმომწერი პარტიები აცხადებენ, რომ მათ მონაწილეობა არ მიუღიათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებში საპარლამენტო უმრავლესობასთან და არც მომავალში აპირებენ "ოპოზიციური ქვოტის" გადანაწილებაში მონაწილეობის მიღებას.
პარტიები აცხადებენ, რომ მათ ასევე არ მიღიათ მონაწილეობა საზოგადოებრივი არხის ბორდში წარდგენილი კანდიდატების შერჩევაში, ეს უფლებამოსილება სრულად ქონდათ მინდობილი არასამთავრობოებს.
"3 დეკემბერს მედია საშუალებების მიერ გაშუქებულ სიუჟეტებში, სადაც გვაჩვენებენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის პრესკონფერენციას, საზოგადოებრივი არხის ბორდში წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს და საზოგადოებრივი არხის ბორდი კომპლექტდება პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებით", _ ნათქვამია პარტიების მიმართვაში.