აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა კუბაზე „მეგობრული გზით კონტროლის მოპოვება“, თუმცა აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, მეგობრული არც იყოს.
მისი თქმით, კუბა მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაშია
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მუშაობს.
ტრამპის თქმით, კარაკასში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჰავანას აღარ შეუძლია ვენესუელას დახმარების იმედი ჰქონდეს.
„შესაძლოა, ეს იყოს მეგობრული გზით კონტროლის მოპოვება, შესაძლოა - არა. ამას დიდად მნიშვნელობა არც აქვს, რადგან ისინი ფაქტობრივად ზღვარზე არიან. არ აქვთ ენერგია და არ აქვთ ფული. ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მათ დიდი პრობლემები აქვთ. ჩვენ არ გვინდა ამის ხილვა. ისინი ვენესუელათი ცხოვრობდნენ. ახლა ისინი ვენესუელათი არ ცხოვრობენ, ისინი არ უგზავნიან მათ ენერგიას, საწვავს, ნავთობს, ფულს, არაფერს. ისინი ვენესუელის გარეშე ცხოვრობენ. ასე რომ, დიახ, ისინი ან შეთანხმებას დადებენ, ან ეს მაინც ისეთივე მარტივი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.