დღეს, 5 დეკემბერს, 13:00 საათზე "ეროვნული ფორუმის" ოფისში (ლვოვის ქ.82გ) "ახალგაზრდული ფორუმის" ორგანიზებით გაიმართება პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების ერთობლივი პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება ტყვეობაში დარჩენილ ტირძნისელ ახალგაზრდებზე და კიდევ ერთ ახალგაზრდაზე, რომელიც უკვე 6 თვეა, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. პრესკონფერენციაზევე ჟურნალისტებს დაურიგდება მიმართვა ევროსაბჭოს სახელზე.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: "ახალგაზრდული ფორუმის", რესპუბლიკური პარტიის, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველების", მოძრაობა "შემოგვიერთდი"-ს და სტუდენტური გაზეთის - "თსუ თაიმსის" წარმომადგენლები.