5 დეკემბერს, 12:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მისაღებ დარბაზში გაიმართება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ლონდონის კინოსკოლის ორმხრივი მემორანდუმის ხელმოწერა.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ლონდონის კინოსკოლას შორის ჩამოყალიბდება მჭიდრო თანამშრომლობა, რაც გულისხმობს კინოსკოლაში წარმატებული და პერსპექტიული ქართველი სტუდენტების სასწავლებლად გაგზავნას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს "ქართული ფილმის" მიერ პრესელექციის ბორდის შექმნას, სადაც შევლენ სპეციალისტები და პროფესიონალები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან სტუდენტების შერჩევაზე.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ქართული მხრიდან ხელს აწერენ კულტურის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა და "ქართული ფილმის" დირექტორი, არჩილ გელოვანი, ხოლო ლონდონის კინოსკოლის მხრიდან დოკუმენტს ხელს მაიკ ლი და ბენ გიბსონი მოაწერენ.