როგორც გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ლიბიის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განუცხადა, ქალაქ მისრატაში კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციია. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი, რაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "presstv" - მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კადაფის ძალებმა გასული 10 დღის განმავლობაში, მისრატაში 142 კაცი მოკლეს. ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში 1 400 ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
ლიბიაში სამოქალაქო ომი თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ მიმდინარეობს. მისრატა დანარჩენ ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია.