რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის საკითხებში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის დასავლეთis რეგიონალურმა განყოფილებამ რეგიონში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო.
გასულ წელს აზერბაიჯანში "იეღოვას მოწმეების" სექტის მოღვაწეობა შეწყდა. მიმდინარე წელს კი აიკრძალა პროტესტანტული ორგანიზაციების_ "აღმოსავლეთის ვარსკვლავი", "ახალი აპოსტოლისა" და "ქრისტიანულ ბაპტისტურ ეკლესიათა ბიბლიური კავშირის" მოღვაწეობა.
ყველა ამ ორგანიზაციას თავიდანვე არ გააჩნდა რეგისტრაცია. ორმა მათგანმა უკვე წარადგინა დოკუმენტები, თუმცა რეგისტრაციის უქონლობის გამო მათი მოღვაწეობა დროებით შეწყდა.
ის ორგანიზაციები კი, რომელთაც ოფიციალური რეგისტრაცია არ გაუვლიათ, დაიხურება.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონში 50 ისლამური და 6 ქრისტიანული ორგანიზაცია მოქმედებს.