საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს.
აღნიშნულს შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, სამთავრობო დებატებზე მთავრობის მხრიდან ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ვერანაირი გეგმა ვერ მოისმინეს.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, მთავრობამ დებატები წააგო და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი გეგმა არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო დებატებო მიმდინარეობს, რომელსაც მთავრობა თითქმის სრული შემადგენლობით ეწრება.
დებატებზე ყველა ძალოვანი მინისტრია მოსული.