იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ადვოკატებმა მსახიობ ჯორჯ კლუნის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოცხადება სთხოვეს, რომელიც არასრულწოლოვან მეძავთან პოლიტიკოსის კავშირს შეეხება. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" იტყობინება.
ბერლუსკონის მომხრეთა მტკიცებით, ჯორჯ კლუნი და მისი მეგობარი ქალი, იტალიელი მოდელი ელიზაბეტა კანალისიც ესწრებოდნენ იმ საღამოს, რომელზეც, გამოძიების მტკიცებით, 74 წლის პოლიტიკოსი მეძავებთან ერთად ორგიებს აწყობდა.
საღამოზე მიწვეულ სტუმრებს შორის კლუნისა და მისი მეგობარი ქალის_კანა
ლისის სახელი გამოძიებას თავად მაროკოელმა მოცეკვავემ კარიმა ელ-მარუგმა, მეტსახელად რუბიმ გაუმხილა. სწორედ კარიმა ელ-მარუგი გამოდის მთავარ მოწმედ ბერლუსკონის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ჯორჯ კლუნს, მას იტალიის პრემიერის ადვოკატთა გადაწყვეტყილება უცნაურად ეჩვენება. მსახიობი აცხადებს, რომ ბერლუსკონის მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მაშინაც საუბარი დარფურის მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენას შეეხებოდა.
შეგახსენებთ, იტალიის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების მსვლელობის შესახებ უკვე იანვრიდან გახდა ცნობილი. ბერლუსკონი იმ დროისთვის არასრულწლოვან კარიმა ელ-მარუგთან ფულის გამო ინტიმურ კავშირში დაადანაშაულეს. გამოძიების მტკიცებით, ეს შემთხვევა მილანთან ახლოს მდებარე ვილაში პრემიერის მიერ გამართულ კერძო საღამოზე მოხდა.
ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 6 აპრილსაა დანიშნული.