ნიკარაგუის ხელისუფლებამ საერთაშორისო საკითხებში ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი მიგელ დე ესკოტო გაეროში ლიბიის ინტერესთა წარმომადგენლად დანიშნა. ეს გადაწყვეტილება ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფოციალური თხოვნის შემდეგ მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა გაეროში ლიბიის ახლადდანიშნულ ელჩს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა.
ამას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ გაეროში ლიბიის ექს-წარმომადგენელი იბრაგიმ დებაში ოპოზიციის მხარეს გადავიდა.
შეგახსენებთ, დღეს ყატარში ლიბიასთან დაკავშირებით მოქმედი ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომლის შექმნის გადაწყვეტილებაც ამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო ახლახანს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა.
ცნობისთვის, 28 მარტს 28 ქვეყნის ელჩების დონეზე მოწვეული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს კრების გადაწყვეტილებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ლიბიაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს ნატო თავად გადაიბარებდა.