დღეს, 30 მარტს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საქართველოს ათასწლეულის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხუთწლიანი ხელშეკრულების - კომპაქტის - დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლებს. საპატიო სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ათასწლეულის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტი პატრიკ ფაინი და კორპორაციის დირექტორთა საბჭოს წევრი ალან პატრიკოფი.
საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 5-წლიანი პროგრამის („კომპაქტი") ფარგლებში 2006-2011 წლებში აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის შედეგად შესაძლებელი გახდა ძირითადი რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ბიზნესების განვითარება-ხელშეწყობა სოფლად. პროგრამის ფარგლებში ხუთი პროექტი განხორციელდა, რაც მიზნად ისახავდა რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას ეკონომიკური თვალსაზრისით მათი ინტეგრაციის (ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბაზრის მისაწვდომობა), საბაზისო მომსახურების საიმედოობის გაზრდისა და საწარმოთა განვითარების მიზნით კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით.