საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 4-9 აპრილს ესპანეთის სამეფოს ეწვევა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვაშაძე ესპანელ კოლეგას შეხვდება.
"განიხილება ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე", - განმარტა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.