მიმდინარე კვირას საქართველოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30-31 მარტს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში შვედი დიპლომატი ქვეყნის უმაღლესი რანგის პირებთან გამართავს შეხვედრას, მათ შორის კარლ ბილდს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მიიღებენ. შეხვედრები გაიმართება საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებშიც.
"შვედეთთან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ამ ქვეყნის საქართველოსადმი მხარდაჭერა განსაკუთრებით ძლიერია და იმედია, რომ ურთიერთობები ამ ჭრილში გაგრძელდება", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.