30 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "გამოყენებითი ფიზიკის აქტუალური საკითხები". კონფერენცია საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტის დაარსების დღესა და დამსახურებული მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის რაფიელ ჩიქოვანის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ მიმართულებებით: 1. გამოყენებითი ფიზიკა თანამედროვე მეცნიერების, მედიცინის, ტექნიკის,
ტექნოლოგიის და წარმოების სხვადასხვა დარგში; 2. გამოყენებითი ფიზიკის სწავლების მეთოდიკა; 3. გამოყენებითი ფიზიკის ისტორიის საკითხები.
კონფერენციაზე მუშაობის ფორმებია: მოხსენებით გამოსვლა; დაუსწრებელი მონაწილეობა; სასტენდო მოხსენებები.
დაგეგმილია კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების კრებულის გამოცემა.