ლიბიიდან გაქცეული ქართველი მეზღვაურები გემთმფლობელი კომპანიისგან დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ. საუბარია სამი ათასი დოლარის დავალიანებაზე.
მათ მოთხოვნას მალტის სასამართლო აპრილში განიხილავს. ეკიპაჟის წევრები, ასევე, მოითხოვენ, რომ გადასახადის დასაფარად ბერძნულ კომპანიას გემი საერთოდ ჩამოართვან. ამ დრომდე ქართველები მალტაში ფიშმარკის პორტში იმყოფებიან.
მათზე მალტაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი ეკლესიის მსახურები ზრუნავენ.
ერთ-ერთი ქართველი მეზღვაურის თქმით, როცა გემის პატრონი მიხვდა, რომ ვერც გემს გამოისყიდდა და ვერც 250 ათასი დოლარს გადაუხდიდა ლიბიელებს, ისინი საერთოდ მიატოვა.