მიხეილ ხოდორკოვსკის მოსამართლის თანაშემწემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. რუსული მედიის ცნობით, მოულოდნელად შვებულებაში გავიდა თავად მოსამართლე_ვიქტორ დანილკინიც.
თებერვალში ვასილკინამ სკანდალური ინფორმაცია მისცა ჟურნალისტებს, სადაც განაცხადა, რომ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესის მსვლელობისას მოსამართლე დანილკინზე ზეწოლა ხდებოდა.
"მე არ უარვყოფ ინტერვიუში ნათქვამ არცერთ სიტყვას, თუმცა კარგად მესმის, რომ ამგვარ ვითარებაში და საკუთარი თავისადმი ასეთი დამოკიდებულებით მუშაობას ვეღარ შევძლებ",_განაცხადა ვასილევამ ადამიანის უფლებების დამცველებთან საუბრისას.