დაღესტნის შს სამინისტრომ კიზლიარის რაიონის ორ მაცხოვრებელ ქალზე ძებნა გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალები ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილნი და რიგი მონაცემებით მოსკოვში მიემგზავრებიან.
შს სამინიტროს ინფორმაციით, ძებნაა გამოცხადებული ზეინარ მაგომედოვაზე და პატიმატ რამაზანოვაზე, რომლებიც მათი ინფორმაციით, იატაკქვეშეთის მიერ ტერორისტ-თვითმკვლელებად მომზადდნენ. 18 წლის მაგომედოვა და 22 წლის რამაზანოვა შესაძლოა მოსკოვშო ტერაქტის ჩასადენად მიემართებოდნენ.
"რესპუბლიკაში ამჟამად სავარაუდო თვითმკვლელი ქალების ძებნა მიმდინარეობს, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მათ დაღესტანი უკვე დატოვეს და მოსკოვში მიემგზავრებიან", _ ნათქვამია დაღესტნის შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.