ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ე.წ. არამიანცის კომპლექსში შემავალ კიდევ ერთ საავადმყოფოს ყიდის.
შპს "ყელ-ყურ ცხვირის კლინიკის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის გასხვისებას ვერა ქობალიას უწყება 29 მარტს დაგეგმილ ელექტრონულ აუქციონზე შეეცდება.
კლინიკის საწესდებო კაპიტალი 260 ათას ლარს შეადგენს და დაწესებულებას 8285 ლარის დებიტორული და 7361.06 ლარი კრედიტორული დავალიანება გააჩნია. "ყელ-ყურ ცხვირის კლინიკის" საწყისი ღირებულება 280 ათასი ლარია.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ე. წ. არამიანცის კომპლექსში შემავალი 13 საავადმყოფო უკვე გაასხვისა.