საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნიუ-იორკში იმყოფება. ოფიციალური ინფორმაციით, ვაშაძე საგარეო საქმეთა დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეროში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს ხვდება.
"განვიხილავთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს", _ განმარტა კალანდაძემ მისივე თქმით, გაეროში შეხვედრების გარდა, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს და რამდენიმე ღონისძიებაშიც მიიღებს მონაწილებას - მათ შორის სტუდენტებსაც შეხვდება.