35-კილოვოლტიან გადამცემ ხაზებზე „ვერა-1" და „ვერა-2" პროფილაქტიკურ-გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ღამის 1 საათიდან 4 საათამდე მთაწმინდის, ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვირსალაძის, ბროსეს, ლაღიძის, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდები აგრეთვე შეეხება თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს, პოლონეთის საელჩოს, საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისს, თი-ბო-სი ბანკის ცენტრალურ ოფისს, თეატრალურ ინსტიტუტს, ფილარმონიას, ჩაჩავას ინსტიტუტს, ცენტრალურ ფოსტას, მეცნიერებათა აკადემიას, კინოს სახლს, სასტუმრო "რედისონს", მიხაილოვის საავადმყოფოს, კარდიოლოგიურ საავადმყოფოს, სისხლის გადასხმის ინსტიტუტს, ეპილეფსიის ცენტრს, #2 სამშობიაროს, განათლების სამინისტროს, სათნოების სახლს "კათარზისს". დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციებს კომპანია `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.