კოალიციის ძალებმა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქი სირტე დაბომბეს, რის შემდეგადაც სირტეზე კონტროლი მეამბოხეებმა დაამყარეს. როგორც ლიბიის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, აღნიშნულ დაბომბვებს სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
როგორც დასავლელი კორესპონდენტები აცხადებენ, მათ რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს ქალაქში.
გვიან ღამით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ტრიპოლშიც. ლიბიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქებებს 100 სამოქალაქო პირი შეეწირა. ბოლო ორ დღეში მეამბოხეების ხელში გადავიდა კიდევ ოთხი ქალაქი: რას ლანუფი, ბრეგა, უქაილა და ბინ ჯავადი.