ბელგიის დედაქალაქში ამერიკული მარშალის ფონდისა და მისი პარტნიორების მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია ტარდება. კონფერენციას ყოველწიურად 50 ქვეყნის დელეგაცია ესწრება. ევროპელი პრემიერ-მინისტრები, უმაღლესი კლასის დიპლომატები, და ექსპერტები.
წლევანდელი ფორუმის თემა კორუფცია, კონფლიქტები და კრიმინალია. ყველაზე აქტუალური განსახილველი საკითხები ლიბია, ჩრდილოეთ აფრიკის მოვლენები და ამ პროცესებში ევროკავშირის როლია.
ფორუმს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილიც დაესწრო. მან განაცხადა, რომ ფორუმი მსოფლიოს აქტუალური საკითხების განსახილველად საუკეთესო საშუალებაა.
საქართველო ფორუმის მონაწილეებს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.