"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ბრიუსელში აშშ-ის სახლმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ გორდონს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.
"კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება, რომ მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონკრეტული შედეგით დასრულდება. იმ შემთხვევაში თუკი ეს არ იქნება პროცესი, როდესაც ორივე მხარე შეთანხმდება, ბუნებრივია არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად და არ ექნება ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ. აქედან გამომდინარე მთავარი ამოცანა დღეს შეერთებული შტატებისთვის არის დაეხმაროს საქართველოს, რომ ეს პროცესი მიიყვანოს კონკრეტულ შედეგამდე", - განცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება.