რამდენიმე საათის წინ იაპონიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6,5 მაგნიტუდის რყევებზე ნიადას პრეფექტურაში ცუნამის გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო, თუმცა მალე შეწყდა, რადგან საფრთხე არ დადასტურდა.
მიწისძვრას დამატებითი ზარალი არ გამოუწვევია. ქვეყანაში რადიაციის დონის უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა, რაც ფუკუსიმას რეაქტორის მიმდებარე წყალში 1850-ჯერ აჭარბებს დასაშვებ ნორმას. რეაქტორზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ბოლო კადრებიდან ჩანს მეოთხე რეაქტორის ჩამონგრეული კედელი, პირველი და მეორე რეაქტორის დაზიანებული სახურავები, რაც აორთქლებას უწყობს ხელს.
რადიაციის დონის მატება უკვე ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაშიც დაფიქსირდა,
ჩინეთის ეროვნული ატომური სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში აღმოჩენილი იოდინი 131 სწორედ ფუკუსიმას ელექტროსადგურიდან გავრცელდა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, რადიაციის მცირე მატება აღინიშნება აშშ-შიც. კერძოდ,_ მასაჩუსეტის შტატში წვიმის წყალში.