დღეს, 28 მარტს, პოლიტიკური "რვიანი" ქართული აკადემიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრებთან შეხვედრას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მემარჯვენეების პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე "რვიანი" არასამთავრობოებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზებს განუმარტავენ.
"რვიანის" წარმომადგენლები შეხვედრაზე არასამთავრობოებს საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრებიან.
აღსანიშნავია, რომ "ოპოზიციური რვიანი" უკვე შეხვედა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საარჩევნო გარემოს შესაცვლელად მუშაობის პროცესს ხუთი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
„რვიანის" წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრები შემდგომშიც გაგრძელდება და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მედიის, ექსპერტთა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.