ბულგარეთის დელეგაცია, რომელსაც ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე ცეცკა ცაჩევა ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც ცეცკა ცაჩევას და დავით ბაქრაძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
დღესვე, დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს და ბულგარეთს შორის საჰაერო გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა გაიმართება, რომლის შემდეგაც ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკოლოზ გილაურს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
29 მარტს სტუმრები ელენე ახვლედიანის სახელობის სახლ-მუზეუმს მოინახულებენ, რის შემდეგაც დელეგაცია თბილისიდან გამგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე, ცეცკა ცაჩევა ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 27 მარტს ეწვია. ბულგარეთის დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და ბულგარეთთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე გურამ მისაბიშვილი დახვდნენ.