2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 40 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამოცდენის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს,
2011 წელს უმაღლესი სასწავლებლები აკადემიურ პროგრამებზე 33988 აბიტურიენტს მიიღებენ.
პირველადი მონაცემებით, 25 მარტის 18:00 საათისათვის რეგისტრაცია გაიარა 39 ათაზე მეტმა აბიტურიენტმა. მათგან დაახლოებით 29 ათასმა განაცხადი ელექტრონულად შეავსო. ინტერნეტით რეგისტრირებულთა მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს ტექნიკურ უნივერსირსიტეტისა და იავანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებზე გაკეთდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი საბოლოო მონაცემებს აბიტურინეტებისა და პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ არაელექტრონულად შევსებული განაცხადების დამუშავების შემდეგ გამოაქვეყნებს.
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 7516 კანდიდატი დარეგისტრირდა, სტუდენტთ საგრანტო კონკურსში კი 6857 წელს აპლიკანტი მიიღებს მონაწილეობას.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა რესრურსცენტრებიდან განაცხადების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.