ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთიდან თალიბებმა 50 პოლიციელი გაიტაცეს. გატაცებულები ჩუპა დარაში მეზობელი ქალაქიდან - ნურისტანადან ბრუნდებოდნენ. ისინი სამოქალაქო ფორმაში და უიარაღოები იყვნენ.
როგორც თალიბები გავრცელებულ მიმართვაში აცხადებენ, გატაცებულების ბედი მათ სპეციალურ სამხედრო საბჭოზე გადაწყდება.