ბაღდათის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა.
მშენებლობა შარშან შემოდგომაზე დაიწყო და მასზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 147 000 ლარი დაიხარჯა.
ახალ სახანძრო სამსახურში 26 ადამიანია დასაქმებული. მეხანძრეები უახლოეს მომავალში ახალი ტექნიკითა და სპეციალური ინვენტარითაც აღიჭურვებიან.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო სამსახურის გახსნას იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია დაესწრო.
ბაღდათი იმერეთში ბოლო რაიონია, სადაც სახანძრო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა. გასული წლიდან დღემდე მხარის ყველა ქალაქსა და რაიონში სახანძრო სამსახურის ახალი შენობა ფუნქციონირებს.