სკოლის მანდატურები და გლდანის მე-200 საჯარო სკოლის მზრუნველობამოკლებული ბავშვები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მოზარდებმა ოკუპაციის მუზეუმში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტომასალა და ნივთები დაათვალიერეს.
სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოებას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.