გერმანიის რამდენიმე ქალაქში ატომური ენერგიის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბერლინში 50 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მიტინგები და საპროტესტო სვლები გაიმართა აგრეთვე ჰამბურგში, კიოლნში, მიუნხენში.
დემონსტრანტები ხელისუფლებისაგან პოტენციური საფრთხის გამო ატომური ენერგეტიკის განვითარების შეწყვეტას მოითხოვდნენ, რომელიც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას ემუქრება.