კომპანია "ავერსი" საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ამას "ავერსის" არაერთი საქველმოქმედო პროექტი და აქციაც ადასტურებს. სწორედ მომხმარებელზე ზრუნვის მაგალითი გახლავთ ისიც, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისისა 2008 წლის 12 ნოემბრის შემდეგ "ავერსის" აფთიაქებში მედიკამენტებზე ფასები არ გაზრდილა. სულ ახლახანს კი კომპანია ,,ავერსის" ინიციატივით ფარმაცევტულ კომპანია "სანოფი ავენტისის" წარმომადგენლობასთან (რომელთანაც "ავერსი" უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს) გაიმართა მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც 2009 წლის 20 ნოემბრიდან მომხმარებელს საშუალება მიეცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინოს ფარმაცევტული კომპანია "სანოფი ავენტისის" მიერ წარმოებული პრეპარატები:
1. ნოშპა _ სპაზმოლიზური საშუალება რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სახის სპაზმების დროს;
2. ფესტალი _ ფერმენტული საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მონელების პროცესს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ მდგომარეობას;
3. ესენციალე ფორტე _ ჰეპატოპროტექტორი, რომელიც აუმჯობებსებს ღვიძლის ფუნქციასა და მის ფერმენტულ აქტივობას;
4. კორდარონი (ტაბლეტებში) _ ანტიარითმული საშუალება.
5. მაგნე ბ6 - მაგნიუმისა და ვიტამინ B6-ის კომბინირებული საშუალება, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს.
6. პლავიქსი _ანგიოპროტექტორი და მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკისთვის.
ეს ის ექვსი პრეპარტია, რომელიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რომელთაც მოსახლეობა საკმაოდ ინტენსიურად ყიდულობს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ღირებულება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ეს გახლდათ კომპანია "ავერსის" ინიციატივის საფუძველი. ასე რომ შეიძინეთ მედიკამენტები "ავერსის" ყველა აფთიაქში მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.