ხვალ, 25 მარტს, 14:00-იდან 18.00 საათამდე "9 აპრილის" სახელობის პარკში, ქაშუეთის ეკლესიის უკან, საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღისა და დედის დღის აღსანიშნავად, ახალგაზრდული ასოციაცია "დრონი"Fფოტოგამოფენას გამართავს.
გამოფენის ორგანიზატორი ადგილობრივ მოხალისეთა ჯგუფია, რომელიც უცხოელ მოხალისეებთან ერთად, დამწყებ და გამოცდილ ფოტოგრაფთა დახმარებით უმასპინძლებს ღონისძიებას_"ქალები საქართველოში: რას ნიშნავს იყო ქალი დღეს?"
გამოფენა ეძღვნება ქალთა უფლებებისა და მათი მდგომარეობის შესახებ
მართლშეგნების ამაღლებას.