პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მოჯთაბა დამირჩილუს შეხვდა და საჩუქრად თრიალეთის ლომის ასლი გადასცა.
შეხვედრისას იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც ფერეიდნელი ქართველების დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას გამოიკვეთა. კონკრეტულად ესაა საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დამყარება, ერთობლივი კომპანიების შექმნისა და ირანული კომპანიების მიერ საქართველოში ბიზნესპროექტების განხორციელების საკითხი.
ნუგზარ წიკლაურმა ელჩს გააცნო ფერეიდნელი ქართველების სურვილი ქართულ-ირანული ლექსიკონისა და სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემასთან და ირანში ქართული კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქართველ და ირანელ ხალხს შორის ინფორმაციების გაცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით.