ევროსაბჭოს პოლიტიკური დირექტორი ჟან ლუი ლორანი იმედოვნებს, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმები წარმატებით დასრულდება. ამის შესახებ განცხადება ევროსაბჭოს პოლიტიკურმა დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროსაბჭოს ურთიერთოებების მთავარი ასპექტები.
დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და მომავალი წლის ადგილობრივი არჩევნები იყო. საუბარი ასევე შეეხო: ოპოზიციის მონაწილეობას უშიშროების საბჭოს სხდომებში, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის თემატიკას, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დახვეწას და თურქი-მესხების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს.
დავით ბაქრაძემ და ჟან ლუი ლორანმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხებიც განიხილეს.