"ქრისტიან-დემოკრატები" 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. თარგამაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი არ არის სწორად დაგეგმილი და განაწილებული, რის გამოც მისი პოლიტიკური ძალა 2010 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.
როგორც მან აღნიშნა, მომავლი წლის ბიუჯეტში არ გაითვალისწინეს მათი წინადადება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდის შექმნისა და საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფის თაოზე, რაც თარგამაძის თქმით, "სოციალური დაცვისა და უმუშევრობის შემცირების უმოკლეს და ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს.~
"ქრისტიან-დემოკრატები" საგარეო დაზვევრვის დაფინანსების შემცირებასაც აპროტესტებენ, რადგან საგარეო დაზვერვის ბიუჯეტი 5 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 1,5 მლნ ლარით ნაკლებია.
"ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, აღადგინოს სამართლიანობა და ძალოვანი სტრუქტურების პენსიონრები და ომის ვეტერანები უზრუნველყოს ღირსეული და სამართლიანი პენსიებით. ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული რეგრესის პენსიონერთა და წარმოების შედეგად დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი თანხებიც,~ - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება კვლავინდებურად არ აპირებს გაისტუმროს გასული წლების სახელფასო დავალინებები, ამასთან ხელისუფლებისთვის არ არის აქტუალური ბაგა-ბაღის აღმზრდელებისთვის, სამუსიკო სკოლების მასწავლებლებისთვის, ბიბილიოთეკარებისა და ლოგოპედებისთვის პედაგოგის სტატუსის აღდგენის საკითხი.
`ჩვენი სამართლიანი მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებაზე მშპ-დან კვლავინდებურად გამოყოფილია მხოლოდ 1,7 პროცენტი ნაცვლად 5 პროცენტისა. მეორე ჯგუფის ინვალიდების პენსია კვლავინდებურად ნაკლებია ასაკობრივი ნიშნით დანიშნულ პენსიაზე," - განაცხადა თარგამაძემ.
ამასთან, როგორც თარგამაძემ აღნიშნა, `ქრისტიან-დემოკრატები" აგრძელებენ ბრძოლას იმისთვის, რომ იაფი დაზღვევის პროგრამას დაემატოს მშობიარობის კომპონენტი; სტუდენტებმა მიიღონ ჯანმრთელობის პაკეტი, მთავრობის და უმაღლესი სასწავლებლების თანაგადახდის პრინციპით; გაიზარდოს მინდობით აღზრდის სახელმწიფო ოროგრამის დაფინანსება; ყველა ინვალიდს, რომელიც სარგებლოს დრის ცენტრებსი მომსახურებით შეუნარჩუნდეს დაფინანსება და მათთვის ვინც პროგრამის მიღმაა დარჩენილი გამონახოს დამატებით სახსრები.