საქართველოს კარიტასის საერაბილიტაციო ცენტრში შედგა იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის" ფარგლებში დაფინანსებული - საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს კარიტასის" გაუმჯობესების პროექტის გახსნის ცერემონიალი. ცერემონიას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება მასაიოში კამოჰარაც დაესწრო.
"ძალიანი სასიამოვნოა ჩემთვის დღევანდელ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა. გთხოვთ, ნება მომცეთ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო უღრმესი მადლიერება ქართველი ხალხის მიმართ იაპონიის ტრაგედიისადმი გამოჩენილი თანაგრძობის გამო. 11 მარტიდან მოყოლებული, რაც გამანადგურებელი მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა იაპონიას თავს, მივიღეთ უამრავი თანაგრძობა და დახმარების შემოთავაზებები ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობისგან. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ხალხს მათი თბილი წერილების გამო. ამ წერილებმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნების ხალხები ერთად დგანან ურთიერთდახმარების, სოლიდარობისა და მეგობრობის სახელით", - განაცხადა კამოჰარამ.
ღონისძიებას ცენტრალური მთავრობისა და პარტნორი ორგანზიაციების წარმომადგენლები და წმინდა საყდრის დესპანი მონსნიორ კლაუდიო გუჯეროტიც ესწრებოდნენ.
ზემო აღნიშნული პროექტის საგრანტო კონტრაქტს ხელი მოეწერა 2009 წლის 20 ოქტომბერს. იაპონიის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველო კარიტასის მიერ.
პროექტის მიზანია გააუმჯობესოს სარეაბილიტაციო ცენტრი სარეაბილიტაციო ტექნიკის და უნარშეზღუდულ პირთა ტრანსპორტირებისთვის სპეციალური ავტოტრანსპორტის მიწოდებით. მოსალოდნელია რომ 380 პირი ისარგებელბს პროექტით, რომლიც ბიუჯეტიც 59 726 აშშ დოლარია.
"გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის" პროგრამა გამოყოფს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს რომლებიც მოწოდებულია მუნიციპალიტეტების, სამედიცინო დაწესებულებების, სასწავლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ. რომელთა პირდაპირი მიზანია საქართველოს ხელმოკლე მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება.
ასეთი პროექტები შეიძლება განხორციელდეს ჯანდაცვის, დაწყებითი და საშუალო სკოლებში, სოციალური და გარემოს დაცვის, სიღარიბის დაძლევის და შემოსავლების სფეროებში.
საგრანტო პროგრამა დაიწყო 1998 წელს. დღისთვის საქართველოში დაფინანსებულია 8 370 097 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი. ხოლო იაპონიის განვითარების სრულმა დახმარებამ საქართველოსთვის ჯამში მიაღწია 362 მილიონ აშშ დოლარს. ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტქრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის სექტორი, სოციალური სექტორი, კულტურული სფერო და ადამიანთა რესურსების განვითარება.